მოდულის შეჯამება
სასწავლო პროცესი,რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს,
სწავლება ეფექტური და მიმზიდველი გახდეს, ძალზე მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება,
რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავკლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებაში, დაეხმარება მათ შეიძინონ ახალი ცოდნა და შეძლონ ამ ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება. ამ
ინიციატივის განხორციელებისათვის მიმართული მრავალფეროვანი
სამუშაო ტრენინგი(ინტელის სასწავლო
კურსი)ჩემთვის მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მთელი ტრენინგის
მიმდინარეობა მრავლისმომცველი აქტივობებით იყო გაწერილი. გავეცანით ინტელის ელექრტონულ
სახელმძღვანელოს ,კურსის მიზნებსა და მოლოდინებს, ვისწავლეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდის
შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით აგრეთვე პროექტების დაგეგმვასა
და სწავლებაში დანერგვის მიდგომებს, განვიხილეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული
პროექტის ნიმუშები, რომელთა გაცნობა დამეხმარა ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში
და რესურსის შექმნაში.ვისწავლე და შევქმენი ბლოგი. ვისწავლე ბლოგის სივრცის მოწყობა.
გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვიმსჯელეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შემუშავებასა და დახვეწაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი აღმოჩნდა და რაც დამეხმარა პროექტის ეტაპობრივად სწორად წარმართვაში. გავეცანი
საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავეცანით და განვიხილეთ ერთმანეთის სავარაუდო პროექტების
სცენარები და მივიღეთ დროული უკუკავშირი, გავცვალეთ იდეები ინტერნეტში გაზიარებული
დოკუმენტის საშუალებით .ვიმსჯელეთ მოსწავლეთა
საჭიროებების დადგენასა დათანამშრომლობის ხელშეწყობის და პროგრესის მონიტორინგის შესახებ,
რითაც ხდება სწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ყურადღბა გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ
თვითრეგულირებადი სწავლის ხელშემწყობ ფორმებზე
,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შევაფასეთ პროექტის პორტფოლიოები,
ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომები, გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები
და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.
ის ცოდნა , რაც ტრენინგამდე გამაჩნდა ტრენინგის
მიმდინარეობისას დავხვეწე, რაც დამეხმარება უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივსცე
ჩემს მოსწავლეებს ,ვიყო კარგი ფასილიტატორი, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ
დამოუკიდებელ საქმიანობაში, ჩამოუყალიბდებათ თანამშროლობითი უნარები, შეძლებენ რთული
სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნას. ეს კი ხელს შეუწყობს, ისინი გახდნენ 21-ე საუკუნის
ღირსეული მოქალაქეები და თამამად უპასუხონ ეპოქის გამოწვევებს.
ტრენინგზე
გავიცანი ბევრი ახალი კოლეგა, რომელთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას. ვიმუშავე
საუკეთესო ტრენერთან, რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას და თანამშროლობას ,
რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას
სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.ასევე მოვიწვევ მათ ჩემი
პროექტის პრეზენტაციაზე პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.
ინგა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ვიმუშავეთ. ხართ აქტიური და კრეატიული. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო.
ReplyDelete