ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ- ის ინტეგრირება
Friday, November 8, 2019
Sunday, November 3, 2019
ტრენინგის მეცხრე დღე
მოდულის შეჯამება
სასწავლო პროცესი,რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს,
სწავლება ეფექტური და მიმზიდველი გახდეს, ძალზე მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება,
რომელიც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავკლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებაში, დაეხმარება მათ შეიძინონ ახალი ცოდნა და შეძლონ ამ ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება. ამ
ინიციატივის განხორციელებისათვის მიმართული მრავალფეროვანი
სამუშაო ტრენინგი(ინტელის სასწავლო
კურსი)ჩემთვის მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. მთელი ტრენინგის
მიმდინარეობა მრავლისმომცველი აქტივობებით იყო გაწერილი. გავეცანით ინტელის ელექრტონულ
სახელმძღვანელოს ,კურსის მიზნებსა და მოლოდინებს, ვისწავლეთ პორტფოლიოში არსებული საქაღალდის
შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით აგრეთვე პროექტების დაგეგმვასა
და სწავლებაში დანერგვის მიდგომებს, განვიხილეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული
პროექტის ნიმუშები, რომელთა გაცნობა დამეხმარა ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში
და რესურსის შექმნაში.ვისწავლე და შევქმენი ბლოგი. ვისწავლე ბლოგის სივრცის მოწყობა.
გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვიმსჯელეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების შემუშავებასა და დახვეწაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი აღმოჩნდა და რაც დამეხმარა პროექტის ეტაპობრივად სწორად წარმართვაში. გავეცანი
საავტორო უფლებების დაცვასა და გამოყენებას.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავეცანით და განვიხილეთ ერთმანეთის სავარაუდო პროექტების
სცენარები და მივიღეთ დროული უკუკავშირი, გავცვალეთ იდეები ინტერნეტში გაზიარებული
დოკუმენტის საშუალებით .ვიმსჯელეთ მოსწავლეთა
საჭიროებების დადგენასა დათანამშრომლობის ხელშეწყობის და პროგრესის მონიტორინგის შესახებ,
რითაც ხდება სწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ყურადღბა გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ
თვითრეგულირებადი სწავლის ხელშემწყობ ფორმებზე
,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში შევაფასეთ პროექტის პორტფოლიოები,
ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომები, გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები
და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.
ის ცოდნა , რაც ტრენინგამდე გამაჩნდა ტრენინგის
მიმდინარეობისას დავხვეწე, რაც დამეხმარება უფრო ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები მივსცე
ჩემს მოსწავლეებს ,ვიყო კარგი ფასილიტატორი, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ
დამოუკიდებელ საქმიანობაში, ჩამოუყალიბდებათ თანამშროლობითი უნარები, შეძლებენ რთული
სიტუაციიდან გამოსავალის მოძებნას. ეს კი ხელს შეუწყობს, ისინი გახდნენ 21-ე საუკუნის
ღირსეული მოქალაქეები და თამამად უპასუხონ ეპოქის გამოწვევებს.
ტრენინგზე
გავიცანი ბევრი ახალი კოლეგა, რომელთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას. ვიმუშავე
საუკეთესო ტრენერთან, რომელიც მომავალშიც დაგვპირდა დახმარებას და თანამშროლობას ,
რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას
სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე.ასევე მოვიწვევ მათ ჩემი
პროექტის პრეზენტაციაზე პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.
Sunday, September 22, 2019
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის 7-ე დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკა.ყურადღება გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ თვითრეგულირებადი სწავლის ხელშემწყობ ფორმებზე. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.

ტრენინგის მეექვსე დღე
მეექვსე დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავაკეთეთ ერთმანეთისთვის დროული უკუკავშირი .ვისაუბრეთ, როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს კოლაბორაციისა და კომუნიკაციისათვის.ავგნიშნეთ,როგორ დაეხმარება ინტერნეტი ბავშვებს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.დავათვალიერეთ მზა პროდუქტები, მოსწავლეთა ნაშრომები და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
ტრენინგის მეხუთე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,მივიღეთ უკუკავშირი,რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული წინსვლისთვის.განვიხილეთ როგორ ხდება პრეზენტაციის დაგეგმვა, წარმართვა და წარდგენა.ვისაუბრეთ უკუკავშირზე და მის მნიშვნელობაზე ,ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ვორდის ფაილში, რაც სიახლე იყო ჩემთვის.გავეცანით საავტორო უფლებებს,მათ გამოყენებას,დაცვას და ბოლოს გავაკეთეთ ტესტი.

ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ხუთ სტრატეგიას: 1.მოსწავლის წინარე ცოდნის და საჭიროების შეფასება დამეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარება მათ,რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.2.წახალისების .თვითრეგულირებადი სწავლის და თანამშრომლობის უნარები დამეხმარება შევაფასო მოსწავლეების უნარები და დამეხმარება შევაპასო მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, არიან თუ არა ინტერპერსონალურები და კარგად აღიქვამენ თუ არა უკუკავშირს და ახერხებენ თუ არა ურთიერთშეფასებას.3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგია დამეხმარება განვსაზღვრო, თუ სად და როდის სჭირდებათმოსწავლეებს დამატებითი დახმარება.
4. სტრადეგიების გაგების, შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისებისთვის დამეხმარება მოსწავლეებს მივცე უკეთ გაზრების საშუალება, გაიაზრონ, თუ, რას და როგორ სწავლობენ. 5. გაგების და უნარების სტრადეგიები დამეხმარება გავიგო, მოსწავლემ რამდენად გაიგო თემა და როგორ განივითარა სასწავლო უნარ ჩვევები. დამეხმარება გავიგო რა არის პროდუქტი და რა შესრულება, სადაც ჩანს პროდუქტის მთელი მიმდინარეობა.
ვისწავლეთ ბლოგზე სურათის ატვირთვა, რაც ჩემთვის ახალი და ძალზე სახალისო იყო.

Subscribe to:
Posts (Atom)