Sunday, September 22, 2019

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის 7-ე დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,შეფასების რუბრიკები.
განვიხილეთ კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკა.ყურადღება გავამახვილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებზე და ვიმსჯელეთ თვითრეგულირებადი სწავლის ხელშემწყობ ფორმებზე. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები,ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.გავწერეთ სხვადასხვა პროცედურები და გამოვიყენეთ ახალი ფორმები.



ტრენინგის მეექვსე დღე
მეექვსე დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. გავაკეთეთ ერთმანეთისთვის დროული უკუკავშირი .ვისაუბრეთ, როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს კოლაბორაციისა და კომუნიკაციისათვის.ავგნიშნეთ,როგორ დაეხმარება ინტერნეტი ბავშვებს 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.დავათვალიერეთ მზა პროდუქტები, მოსწავლეთა ნაშრომები და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
ტრენინგის მეხუთე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს,მივიღეთ უკუკავშირი,რაც მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული წინსვლისთვის.განვიხილეთ როგორ ხდება პრეზენტაციის დაგეგმვა, წარმართვა და წარდგენა.ვისაუბრეთ უკუკავშირზე და მის მნიშვნელობაზე ,ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ვორდის ფაილში, რაც სიახლე იყო ჩემთვის.გავეცანით საავტორო უფლებებს,მათ გამოყენებას,დაცვას და ბოლოს გავაკეთეთ ტესტი.



ტრენინგის მეოთხე დღე
    ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ხუთ სტრატეგიას:  1.მოსწავლის წინარე ცოდნის და საჭიროების შეფასება დამეხმარება მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარება მათ,რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.2.წახალისების .თვითრეგულირებადი სწავლის და თანამშრომლობის უნარები დამეხმარება შევაფასო მოსწავლეების უნარები და დამეხმარება შევაპასო მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, არიან თუ არა ინტერპერსონალურები და კარგად აღიქვამენ თუ არა უკუკავშირს და ახერხებენ თუ არა ურთიერთშეფასებას.3.პროგრესის მონიტორინგის სტრატეგია დამეხმარება განვსაზღვრო, თუ სად და როდის სჭირდებათმოსწავლეებს დამატებითი დახმარება.
 4.  სტრადეგიების გაგების, შემოწმების და მეტაშემეცნების წახალისებისთვის დამეხმარება მოსწავლეებს მივცე უკეთ გაზრების საშუალება, გაიაზრონ, თუ, რას და როგორ სწავლობენ. 5. გაგების და უნარების სტრადეგიები დამეხმარება გავიგო, მოსწავლემ რამდენად გაიგო თემა და როგორ განივითარა სასწავლო უნარ ჩვევები. დამეხმარება გავიგო რა არის პროდუქტი და რა შესრულება, სადაც ჩანს პროდუქტის მთელი მიმდინარეობა.
  ვისწავლეთ ბლოგზე სურათის ატვირთვა, რაც ჩემთვის ახალი და ძალზე სახალისო იყო.







ტრენინგის მესამე დღე


ტრენინგის1/2 დღე



 რეფლექსია
  ჩემთვის  ძალიან  სასიამოვნო  იყო ინტელის ტრენინგზე მოხვედრა. მოლოდინი  გამიმართლდა და ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციას  გავეცანი. სიახლე  იყო ელექტრონული  წიგნის გამოყენება და მასთან დაკავშირებული  კომპონენტები: მონიშვნა, კომენტარები და სხვ.საქაღალდეების  სტრუქტურა პროექტების  სწავლებისთვის  მნიშვნელოვანია,  ჩეკლისტები  კი, გვეხმარება პროექტების მიმართულების  სიზუსტეში. ეს ყოველივე ვფიქრობ გამიადვილებს სასწავლო პროექტების წარმატებით განხორციელებას,ხოლო მოსწავლეებში ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
     ტრენინგის  მეორე დღეს შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე,იმისთვის, რომ ტრენინგის მსვლელობის დროს გამოყენებული მასალა შევინახო და დასრულებული პროექტი ავტვირთო ბლოგზე.ვისწავლე გუგლ დრაივის-ვირტუალური სივრცის გამოყენება.დავათვალიერე ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიncp.ge,საიდანაზ ჩამოვტვირთე პროექტისთვის საჭირო საგნობრივი სტანდარტი. დავათვალიერე ელექტრონულ წიგნში გამოქვეყნებული პროექტების ნიმუშები, რომელთა გაცნობაც დამეხმარება ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში და რესურსის შექმნაში.შევქმენი ინელის ბლოგი, რათა სხვებმაც შეძლონ ჩემს მიერ შექმნილი რესურსის გაცნობა.