Sunday, September 22, 2019

ტრენინგის1/2 დღე



 რეფლექსია
  ჩემთვის  ძალიან  სასიამოვნო  იყო ინტელის ტრენინგზე მოხვედრა. მოლოდინი  გამიმართლდა და ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციას  გავეცანი. სიახლე  იყო ელექტრონული  წიგნის გამოყენება და მასთან დაკავშირებული  კომპონენტები: მონიშვნა, კომენტარები და სხვ.საქაღალდეების  სტრუქტურა პროექტების  სწავლებისთვის  მნიშვნელოვანია,  ჩეკლისტები  კი, გვეხმარება პროექტების მიმართულების  სიზუსტეში. ეს ყოველივე ვფიქრობ გამიადვილებს სასწავლო პროექტების წარმატებით განხორციელებას,ხოლო მოსწავლეებში ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
     ტრენინგის  მეორე დღეს შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე,იმისთვის, რომ ტრენინგის მსვლელობის დროს გამოყენებული მასალა შევინახო და დასრულებული პროექტი ავტვირთო ბლოგზე.ვისწავლე გუგლ დრაივის-ვირტუალური სივრცის გამოყენება.დავათვალიერე ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიncp.ge,საიდანაზ ჩამოვტვირთე პროექტისთვის საჭირო საგნობრივი სტანდარტი. დავათვალიერე ელექტრონულ წიგნში გამოქვეყნებული პროექტების ნიმუშები, რომელთა გაცნობაც დამეხმარება ჩემი პროექტის მიზნების სწორად დაგეგმვაში და რესურსის შექმნაში.შევქმენი ინელის ბლოგი, რათა სხვებმაც შეძლონ ჩემს მიერ შექმნილი რესურსის გაცნობა.


No comments:

Post a Comment